ავთანდილ ენუქიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
- პოლიტიკა
- 02.02.2021
- 15:40
პარლამენტის მე-4 ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.
ენუქიძის კანდიდატურას 82 დეპუტატი მიემხრო.
პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დრომდე სამი მოადგილე ჰყავდა, მათ შორის გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.