საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 03.02.2021
- 11:15
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 221 -ს შეადგენს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200