png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 03.02.2021
  • 11:18
თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან - კახა კალაძე

მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით.

„როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. ტროტუარებსა და ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, ე.წ. ბასლეინებზე დაპარკინგება და ავტომობილების დატოვება. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს დამოკიდებულება. ის, რომ ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომფორტი შევუქმნათ მათ, არ დავაჯარომოთ, ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დავარღვიოთ და განუკითხაობა იყოს დედაქალაქში. არ არის სწორი ეს მიდგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტო-მასალაც წარადგინა, სადაც ასახულია ავტომანქანები, რომლებიც ველობილიკებზე, ზებრაგადასასვლელებსა და საავტობუსე ზოლებშია გაჩერებული. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს.

„მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში. შესაბამისად, მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს. ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ შემთხვევას, დედა შვილს ეტლით ასეირნებს და ელემენტარულად ზებრა გადასასვლელზე ვერ გადადის, რადგან მანქანები აყენია. ეს ქვეითებისთვის სერიოზული პრობლემაა. შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები მძღოლებისთვის, მივეცით შესაძლებლობა საავტობუსე ზოლებში სიარულის, არ ვაჯარიმებთ, მაგრამ სრული განუკითხაობაა დღეს ქალაქში და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ იმოქმედეთ, ვინც დაარღვევს და ავტომობილები გაჩერებული იქნება ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც გვერდში დაგიდგებათ. საპატრულო პოლიციასთან გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია და ეს თემა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge