png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის - ეკატერინე ტიკარაძე

  • საზოგადოება
  • 03.02.2021
  • 18:45
საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია.

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის შენახვის პირობებს ადგილზე პირადად გაეცნო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად.

ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ნებართვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა, ასევე იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია, 10 სამედიცინო დაწესებულება და 5 სარეზერვო კლინიკა.

"საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა და პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, რათა პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს როგორც მედიკოსებისთვის, ასევე შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო აღნიშნული კლინიკების შემოწმება და შეფასება.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge