სოფელ ინგირის სკოლაში 7 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა
- საზოგადოება
- 04.02.2021
- 13:57
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, მეორე საჯარო სკოლის 7 სხვადასხვა კლასში 7 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც აღნიშნული კლასები სწავლებას დისტანციური რეჟიმით განაგრძობენ.
სკოლის დირექტორის მარინა ლოლაძის თქმით, გარდა მოსწავლეებისა, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა სამ მასწავლებელს, მათ ვირუსი გეგმიური ტესტირების შემდეგ გამოუვლინდათ.
სკოლის დირექტორის თქმით, ამ კლასების ნაწილი უახლოეს პერიოდში სწავლას ისევ საკლასო ოთახებში განაგრძობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200