ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
- პოლიტიკა
- 04.02.2021
- 14:58
პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
იოსელიანის კანდიდატურას კენჭისყრაზე 87 დეპუტატი მიემხრო.
ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს – გია ვოლსკი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი, ავთანდილ ენუქიძე და ლევან იოსელიანი.