png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია - გელა კვაშილავა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვს

  • საზოგადოება
  • 04.02.2021
  • 16:01
შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია - გელა კვაშილავა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვს

„ტელეკომპანია პირველმა ჩემთან დაკავშირებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია პირველისაგან. ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია პირველის მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ვარ გელა კვაშილავა, პოლიციის მაიორი, ფოთის საქალაქო საპატრულოს თანამშრომელი, ათეულის მეთაური. დაახლოებით 10 წელზე მეტია ვმუშაობ პოლიციაში და ღირსეულად ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო და გამოვეხმაურო, ტელეკომპანია პირველის ეთერში 30 იანვარს გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავადგილდებოდი მერსედესის მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე, არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ მქონია არასდროს, არც მერსედესის მარკის ავტომანქანა მყავს და არც მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის ავტომანქანა.
სანამ სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, მე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ მქონია, ასევე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაშუქდა ჩემი ფოტოსურათი ეთერში და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალების გადატანით ვარ დაკავებული.
მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ასაკოვანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები - ამ სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია პირველისაგან.
ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია პირველის მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“- განაცხადა გელა კვაშილავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge