png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დავით ბაქრაძემ ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 25.01.2016
  • 16:05
დავით ბაქრაძემ ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 24-25 იანვარს სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქ. ლოძში ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმზე იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გაიმართულ დისკუსიაში: „რა დახმარება შეიძლება გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით?“. დისკუსიის მონაწილეებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, საერთაშორისო საზოგადოების, როგორც მედიატორის შესაძლებლობებსა დასაერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „ჩემი მოხსენება შეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელწიფოებს-საქართველოს, უკრაინას გააჩნია ევრონტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, თუ რა ფორმით უნდა გამოხატოს ევროპამ დახმარება ამ სახელმწიფოებისთვის, იქნება ეს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში ვაჭრობის ზრდის, იქნება ეს ქვეყნებში დასაქმების ხელშეწყობის, თავისუფალი მიმოსვლის ხლშეწყობის, თუ სხვა მიმართულებებით.“-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო და რა შეიძლება იყოს განვითარების პრიორიტეტები-ამ თემაზე იმსჯელეს ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგსესიაზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აღნიშნულ დისკუსიაშიც მონაწილეობდა. სესიაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სისტემის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ევროპა-უკრაინის ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის ელჩთან პავილიონის ზიგიმანტასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვისდელეგაციის წევრთანრასაიუკნევიჩენესთან(ყოფილი თავდაცვის მინისტრი) და ლიტვის ოპოზიციური სეიმის ლიდერთან კუბილიუს ანდრიუსთან(ყოფილი პრემიერ-მინისტრი).

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ლიტვურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

ლიტვური მხარის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების, ისე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობა.

საუბარი, ასევე, შეეხო 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. ლიტვურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge