primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართელოში უკრაინის ელჩი არის მექრთამე და კორუმპირებული - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.02.2021
  • 22:06
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართელოში უკრაინის ელჩი არის მექრთამე და კორუმპირებული - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს მექრთამესა და კორუმპირებულს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი ამ კომენტარით ეხმიანება იგორ დოლგოვის დღევანდელ განცხადებას, რომ "სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება".

"უკრაინის ელჩი საქართველოში, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ დანიშნა პოროშენკომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ზელენსკის პირობებშიც მუშაობას და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯისთვის შელახვას.

ეს ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან ერთად მუშაობდა, რომ უკრაინელი დეპუტატები დამკვირვებლად არ წასულიყვნენ არჩევნებზე საქართველოში გასული წლის ოქტომბერში.

დღეს მან მრისხანე რიტორიკით შემომიტია, რადგან მე ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს თურმე ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს.
ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. ღრმად მწამს, რომ ძლიერ კორუმპირებულია.

მჯერა, რომ ის უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ვეცდები, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს ჰყავდეთ ასეთი ელჩები. და მე ამ საქმე ბოლომდე მივიყვან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ელჩი არის მექრთამე და კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინის ინტერესების დაცვასთან", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იგორ დოლგოვის ზემოთაღნიშნული კომენტარი სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის", - აცხადებდა დოლგოვი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge