png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

  • პოლიტიკა
  • 10.02.2021
  • 09:56
ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას ახორციელებდა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობა, ასევე ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ინციდენტებსა და გამოწვევებს, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებას, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების კუთხით ვითარების გართულებას ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და ცხინვალის რეგიონის სრულ იზოლაციაზე დანარჩენი საქართველოსგან, მათ შორის, ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვაზე კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხოლოდ ერთი რაუნდი ჩატარდა, თუმცა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ინტენსიურ კონტაქტს ინარჩუნებდა მოლაპარაკებების მონაწილეებთან და საქართველოში ექვსი ვიზიტი განახორციელა. ხაზგასმულია, რომ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის ფონზე, კვლავ შეჩერებულია გალის IPRM-ის შეხვედრები. ყურადღება ეთმობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, რომელიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, უწყვეტლივ განაგრძობდა თავისი მანდატის შესრულებას.

ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ სამშვიდობო ინიციატივის ეკონომიკური ნაწილის განხორციელება ფერხდება საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო.

ანგარიში კარგად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. აღნიშნული ნათლად მეტყველებს საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოზიციების თანხვედრასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge