სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო
- მსოფლიო
- 10.02.2021
- 10:32
აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო.
ტრამპის იმპიჩმენტის კონსტიტუციურობას მხარი 56-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის ექვსმა რესპუბლიკელმა. დანარჩენმა 44-მა რესპუბლიკელმა სენატორმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
იმპიჩმენტისთვის საჭიროა სენატორთა 67 ხმა. წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატები უმრავლესობაში არიან შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა.
ტრამპს კაპიტოლიუმის შენობაში არეულობასა და ამბოხების წაქეზებაში ადანაშაულებენ.