თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
- საზოგადოება
- 11.02.2021
- 10:23
თბილისში, ასპინძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ დამწვრობა მიღებული აქვთ სახისა და ზემო კიდურების მიდამოებში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200