png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქართველი მეზღვაურები ომანიდან სამშობლოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან

  • საზოგადოება
  • 11.02.2021
  • 17:06
ქართველი მეზღვაურები ომანიდან სამშობლოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები ომანიდან სამშობლოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან . ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ომანში მყოფმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს, 20:22 სთ-ზე მომართეს. პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში.

მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ:

მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა;

მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან - ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია;

მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა;

მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით;

მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და პანდემიით შემნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისათვის გემზე ყოფნის ვადა ჯდება ნორმის ფარგლებში. მეზღვაურებს ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ.

ომანიდან ყველა ქართველი მეზღვაური უახლოეს მომავალში შეუფერხებლად დაბრუნდება საქართველოში", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge