png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოყოფს

  • საზოგადოება
  • 11.02.2021
  • 23:17
ევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოყოფს

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19 ვაქცინების ჩამოსვლისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. იგი ეხება COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად.

სამწლიან ინიციატივას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის რეგიონში განახორციელებს უკვე არსებული ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი მთლიანი დაფინანსება €40 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროგრამის დანიშნულება ქვეყნების ვაქცინაციისთვის მზადება, შემოტანის პროცესის ხელშეწყობა და მონიტორინგი წარმოადგენს.

"OVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა", - აცხადებს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველში.

"ვაქცინა იმედს უსახავს და იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს წინა ხაზზე იბრძვიან; ასევე იმათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და ეშინია დაავადების შედეგების. ამ გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით WHO შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ვაქცინამ მოიცვას ყველა ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება", - აღნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე.

პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს - დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას.

პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge