ვლადიკავკაზში ძლიერი აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 12.02.2021
- 10:51
რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძლიერი აფეთქება მოხდა. ერთსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა. მაღაზიაში მხოლოდ ერთი ადამიანი - დაცვის წარმომადგენელი იმყოფებდა, რომელიც აფეთქებას უვნებლად გადაურჩა. რუსული მედიის ცნობით, მას სამართალდამცველები უკვე კითხავენ.
პირველადი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. ინიდენტი დილით მოხდა.