რესპუბლიკელები ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებენ
- მსოფლიო
- 12.02.2021
- 19:27
ნიუ იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელებმა გუბერნატორ ენდრიუ კუომოს გადადგომა მოითხოვეს. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ გუბერნატორი მოხუცებულთა თავშესაფრებში COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავდა. იუწყება გამოცემა Politico.
მანამდე გამოცემა New York Post-ი იტყობინებოდა, რომ კუომოს უფროსმა მრჩეველმა ელისა დეროზამ ვიდეოკონფრენციის დროს ბოდიში მოუხადა დემოკრატებს მოხუცებულთა თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის დამალვის გამო.
მისი თქმით, კუომოს ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა კანონმდებლების მოთხოვნა COVID-19-ის სტატისტიკის გადაცემის შესახებ გასული წლის აგვისტოში. მისივე თმით სწორედ იმ პერიოდში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატ გუბერნატორებს მწვავედ აკრიტიკებდა ხანდაზმულთა სახლებში ლეტალობის მაღალი მაჩვენებლების გამო და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი შემოწმების ჩატარებას სთხოვდა.