ნუ ზონდერობ რა, ახალგაზრდა ბიჭიკო - ვოლსკი ტვ პირველის ჟურნალისტს
- პოლიტიკა
- 13.02.2021
- 18:41
ნუ ზონდერობ რა ახალგაზრდა ბიჭიკო, ძაან გთხოვ, გაიწიე რა, - ასე მიმართა დღეს ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტვ პირველის ჟურნალისტს.
"თქვენმა ტელევიზიამ, დღე არ გავა, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენოს, ახლაც რაღაც გამოვიდა, ვიღაც ფულს იღებს. აჩვენებენ შავ-თეთრ სურათებს, ამიტომ, სურვილი არ მაქვს. თქვენთან ლაპარაკი არ მინდა ცალკე. მელიები ხართ ყველანი.
აი, ხო ხედავ, აი, ზონდერი ხარ-მეთქი, გეუბნები და არა გჯერა. პარლამენტში მოდით და იქ დაგელაპარაკებით", - უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტს.