იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 13.02.2021
- 20:50
სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 7.1 მაგნიტუდის სიმძლარვის მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაგისა და ფუკუსიმას პრეფექტურებში მოხდა.
დაშავებულებმა დაზიანებები ძირითადად ვარდნის შედეგად მიიღეს. მიწისძვრის კერა 60 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.