სენატორი ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე სენატში ცალ-ცალი ფეხსაცმლით მივიდა
- მსოფლიო
- 13.02.2021
- 22:56
ამერიკელი სენატორი ტინა სმიტი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე შემთხვევით ცალ-ცალი ფეხსაცმლით მივიდა. სმიტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას ერთ ფეხზე ნაცრისფერი, მეორეზე კი ოქროსფერი ფეხსაცმელი აცვია.
„ალბათ, დღეს დილით თავში ძალინ ბევრი ფიქრი მქონდა“, - წერს სენატორი.
სენატმა დღეს განაახლა ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მოსმენა. ყოფილ პრეზიდენტის ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ. 6 იანვარს მისი მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პრეზიდენტის არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესი დროებით შეწყვიტეს.