png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება - ამირან გულუაშვილი

  • სამართალი
  • 16.02.2021
  • 11:00
ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება - ამირან გულუაშვილი

ჩვენი თვითმიზანი არასოდეს არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება, აცხადებს პროკურორ ამირან გულუაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ამ მთავარი მიზანი მართლმსაჯულების სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვაა.

"ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც ამ წინადადების წარმოდგენა და ამ პროცედურების წარმართვა ხორციელდება, არის ძალიან მარტივი გარემოება, რომ ნიკანორ მელიას არ სურს, მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა. ამ საკითხს სხვა სამართლებრივი მოცემულობა არ აქვს. ჩვენი თვითმიზანი არასოდეს არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ადეკვატური აღმკვეთი ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო. ის ფაქტი, რომ პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, შედეგია ნიკანორ მელიას ქმედების, რომელსაც უბრალოდ არ სურს, გირაოს თანხის გადახდა. რაც შეეხება პროცედურებს, ყველა არგუმენტი, რაც უკავშირდება მოთხოვნას და ჩვენს წინადადებას, დეტალურად იქნება წარმოდგენილი როგორც საკომიტეტო ფორმატში, ასევე პლენარულ სხდომაზე. კითხვა იმის თაობაზე, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველად პატიმრობის გამოყენება, ალბათ, უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ დაპატიმრება. ყველა ამ საკითხზე დეტალურად ვიმსჯელებთ", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი დღეს იმსჯელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

საკითხის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება, მოგვიანებით კი პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო უმინიტეტი მიუხსნან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge