მათ მოუწევთ გადაუარონ პოლიტიკოსებს და ისე წაიყვანონ ნიკა - ელენე ხოშტარია
- პოლიტიკა
- 16.02.2021
- 18:32
ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს არ მივიღებ და არ დავემორჩილები, ფიზიკურად დავიცავ - აცხადებს ელენე ხოშტარია. მისი განმარტებით, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთაც „გავრილოვის ღამე“ მოაწყვეს.
„მათ მოუწევთ გადაუარონ პოლიტიკოსებს და ისე წაიყვანონ ნიკა. ეს ჩვენი პოლიტიკური აქტია, ეს არაა ემოციურ-მეგობრული პოზიცია. ეს ვაჭრობა პატიმრებით და ტყვეებით, მართლმსაჯულების სისტემის მოშლას და სადამსჯელო ოპერაციებს არ ვემორჩილები. 37 წელსაც როცა ადამიანებს ასამართლებდნენ, მაშინაც კანონის ძალით მოქმედებენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.