ჩემს შვილს სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება - ანზორ მელია
- საზოგადოება
- 16.02.2021
- 22:11
ჩემს შვილს სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა ვაჟკაცია, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა.
“რომ გითხრათ არ ვნერვიულობთქო, მოგატყუებთ. ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა, მაგრამ დეპრესიაში არ ვიმყოფები, რადგან ჩემს შვილს არ ასამართლებენ არც ქურდობაზე, არც მექრთამეობაზე, არც სხვა რამეზე. მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა ვაჟკაცია”, - თქვა ანზორ მელიამ.
16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. რეგისტრაცია გაიარა 94 დეპუტატმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200