ნაციონალური მოძრაობის ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა
- პოლიტიკა
- 18.02.2021
- 11:57
ნაციონალური მოძრაობის ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა.
ელჩმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას უცხადებს და ლიეტუვა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი. ამასთან, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ლიეტუვის ელჩი, ოფისში, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე დარჩება.