png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დღეიდან, 2 დღის განმავლობაში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის ყველა საბავშვო ბაღში

  • საზოგადოება
  • 26.01.2016
  • 12:49
დღეიდან, 2 დღის განმავლობაში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის ყველა საბავშვო ბაღში

დღეიდან, 2 დღის განმავლობაში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის ყველა საბავშვო ბაღში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დოისთვის ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა. შეუფერხებლად ხორციელდება წყალმომარაგება როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებისთვის. ელექტროენერგია არ მიეწოდება 200 აბონენტს მახინჯაურში და 500 აბონენტს ადლიაში. მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
„მიუხედავად დიდთოვლობისა, მუშაობა არ შეუწყვეტია მუნიციპალურ ტრანსპორტს. ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი #1, ‪#‎1ა, #2, #4 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს შეზღუდვებით”, აცხადებენ ბათუმის მერიაში.

მერიის ინფორმაციითვე, გამწვანების სამსახური აგრძელებს ხეების თოვლისგან გათავისუფლების ღონისძიებებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლმა ყაზბეგისა და ქათამაძის ქუჩებზე 3 ხე წააქცია. მიმდინარეობს ტერიტორის დასუფთავებისა და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები.
მიუხედავად იმისა, რომ თოვლსაწმენდი ტექნიკა მუშაობს მთელი ქალაქის მასშტაბით, ინტენსიური თოვის გამო ქუჩების სრულად გაწმენდა ვერ ხერხდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გადაადგილება შეფერხებულია ჭაობის ტერიტორიაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge