საქართველო სხვებისთვის სამაგალითო იყო და ახლა 90-იანი წლების წარსულს უბრუნდება. მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია - ანა ფოტიგა
- პოლიტიკა
- 18.02.2021
- 15:17
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას Twitter-ზე გეხმიანება.
"შეშფოთებული ვარ საქართველოდან მომავალი ახალი ამბებით. ეს ქვეყანა სხვებისათვის სამაგალითო იყო და ახლა 1990-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია". - წერს ანა ფოტიგა.