მოვუწოდებთ მხარეებს, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას - ბრიტანეთის საელჩო
- პოლიტიკა
- 18.02.2021
- 18:34
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას.
"ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.
დღესვე ქართულმა ოცნებამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.