png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ღარიბაშვილი არის ყველაზე აგრესიული და კონფრონტაციული განსხვავებული აზრის ადამიანებთან და ოპოზიციასთან - ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 18.02.2021
  • 19:41
ღარიბაშვილი არის ყველაზე აგრესიული და კონფრონტაციული განსხვავებული აზრის ადამიანებთან და ოპოზიციასთან - ბაქრაძე

ღარიბაშვილზე შეიძლება ბევრი თქვა, მაგრამ მთავარი მისი მახასიათებელი არის ის რომ დღემდე, ქართული ოცნების ყველა პრემიერმინისტრს შორის ის იყო ყველაზე აგრესიული, ყველაზე კონფრონტაციული და ყველაზე დაპირისპირებული განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებთან და ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძე ფორმულას გადაცემა გადაცემაში "კომენტარში" განაცხადა.

"დღეს გახარიას გადადგომამ გააღრმავა ქვეყანაში არსებული განწყობა, რომ სიტუაცია არის შესული ჩიხში, რომ ხელისუფლების ჩამოშლა არის დაწყებული და რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის დანიშვნით მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან დიალოგზე უარი თქვა.

"ვართ გზაგასაყარზე, როცა უნდა გამოჩნდეს ქვეყანა სად მიდის, ერთი გზა არის დიალოგის გზა, მოლაპარაკებების მაგიდის გზა, მეორე გზა არის ის, რაზეც დღეს საუბრობენ ქართულ ოცნებაში, რომ ხვალ მელია მაინც უნდა დავიჭიროთ, არის კონფრონტაციის გზა. მთავარი სიგნალი მის ნომინირებაში არის ის რომ, ის წარმოადგენს მეორე გზას. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი კომუნიკაცია, დიალოგი, შერიგება და ხიდების შენება არ იქნება", - ამბობს ბაქრაძე.

გიორგი გახარიამ პრემიერ მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მოგვიანებით, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge