"აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით" - წარწერა Nasa-ს მარსმავალის ბორტკომპიუტერში
- საზოგადოება
- 19.02.2021
- 14:22
NASA-ს მარსმავალის Perseverance-ის ("შეუპოვრობა") ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, მილიონობით ადამიანის მონაცემებთან ერთად იყო ქართული წარწერა "აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით".
მას შემდეგ, რაც NASA-მ გამოაცხადა, რომ მარსმავალს შეეძლო მარსზე ნებისმიერი მსურვლის მონაცემები წაეღო, სოხუმელმა გიორგი ჯახაიამ საკუთარი მონაცემები გაგზავნა: სარეგისტრაციო ველში, სახელის ნაცვლად გიორგი ჯახაიამ ჩაწერა ფრაზა Abkhazia is Georgia, We Will Come Back! - აფხაზეთი საქართველოა ჩვენ დავბრუნდებით!
თითქმის 500-მილიონკილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს ახალი მარსმავალი "პერსევერანსი" მარსზე გუშინ, გვიან ღამით დაჯდა.

ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200