"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
- პოლიტიკა
- 19.02.2021
- 16:17
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელებენ.
მინისტრობის კანდიდატების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. მათი შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება.
ბიუროს სხდომა პარლამენტში 18 საათისთვის არის დაგეგმილი.