გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს - მაია ცქიტიშვილი
- პოლიტიკა
- 19.02.2021
- 19:01
მაია ცქიტიშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა - მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
"გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ის 9 წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და დატვირთული, დავასრულო ამით," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.