პოლონეთში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო - ჯანდაცვის მინისტრი
- მსოფლიო
- 19.02.2021
- 19:25
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეძელსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის მესამე ტალღა უკვე პოლონეთშია“, - განაცხადა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ასევე იზრდება ყოველკვირეული მაჩვენებელიც.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1 623 218-ს მიაღწია, გარდაცვლილია 41 823 ადამიანი.