png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს - კონგრესმენები გრეგორი მიკსი და მაიკლ მაკკოლი

  • პოლიტიკა
  • 20.02.2021
  • 13:25
მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს - კონგრესმენები გრეგორი მიკსი და მაიკლ მაკკოლი

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და ამავე კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

კონგრესმენები პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ და დემოკრატიის პრინციპების განუხრელი პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

"თბილისში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირს უთხრის და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლისთვისაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების მშვიდობიან გადაწყვეტისათვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვემოკიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.

სენატორების განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური დევნა და დაკავებები უნდა დასრულდეს.

"ღრმა შეშფოთებას იწვევს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება პოლიტიკურ დევნაზე. მიუხედავად იმისა, რომ გვახარებს ნიკა მელიას დაპატიმრების გაუქმების გადაწყვეტილება, მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ახლა კი ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და იზრუნოს პოლიტიკური ვითარების დეესკალაციისთვის. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge