png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

  • პოლიტიკა
  • 21.02.2021
  • 15:06
ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

"პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლანეტო ორდენს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის "თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს.

"დღეს განსაკუთრებული დღეა, 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია და დღეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების განვლილ 100 წელიწადს და ასევე, დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს ორდენით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიან წევრობასთან აახლოებს.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჩვენი პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოსთვის, მადლობას გადავუხდი პარლამენტის ბიუროს წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხი წლის წინ ერთად განვვლეთ ის გზა, რომელმაც შედეგად მოგვცა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენი ამბიციური მიზანი და ამოცანაა საბოლოოდ გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მე მჯერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იყო და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ამ მიზნამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება",- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

"თავისუფლების საპარლამენტო ორდენთან ერთად", ირაკლი კობახიძეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ფულადი ჯილდოც გადაეცა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge