png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დავით გარეჯის საქმე თვალსაჩინო მაგალითია ღალატის - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.02.2021
  • 16:16
დავით გარეჯის საქმე თვალსაჩინო მაგალითია ღალატის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით-გარეჯის საქმე კლასიკური ღალატის მაგალითია, რომელიც შესრულებულია, უშუალოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხრესთან სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

"დავით გარეჯის საქმეც თვალსაჩინო მაგალითია ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ. პირველ რიგში ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან და მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და შევძლებთ მოლაპარაკებას.

ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოეს, არის თვალსაჩინო მაგალითი. თითქოს, დავით-გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე, ამ დროს, თავად შემსრულებლებმა თავად აღიარეს, რომ თითქოს ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი. რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას?! ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას და ჩვენ რა გვჭირს, რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ეს იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული, რომ ურთიერთობა დაძაბულიყო აზერბაიჯანთან,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge