გერმანიაში ელვისებური სისწრაფით ვრცელდება CОVID-19-ის საშიში ვერსია
- მსოფლიო
- 22.02.2021
- 18:22
გერმანიაში კორონავირუსის მუტირებული ვერსიით ინფიცირების შემთხვევები ელვისებური სისწრაფით იზრდება. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის თქმით, ინფიცირების 20-25 პროცენტი „ბრიტანულ“ შტამზე მოდის.
„მოვლენების კარგი განვითარება, როდესაც ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა მცირდებოდა, უკან დარჩა. ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება“, - განაცხადა ზაიბერტმა.
მისი თქმით, საშიში სიტუაციაა საზღვრისპირა რაიონებში, სადაც ვირუსი სწრაფად იზრდება.
გერმანიაში 2 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი მოქმედებს. თებერვლის დასაწყისში სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე ხელისუფლება შეთანხმდა, რომ ზოგიერთ შეზღუდვას შეამსუბუქებდა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი და კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერენ შეზღუდვების ფრთხილ შემსუბუქებას.