ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მათ აქვთ - მარკო მიჰკელსონი
- პოლიტიკა
- 23.02.2021
- 11:18
ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
"ღრმად შეშფოთებული [ვარ] საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისებზე შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მათ აქვთ. საქართველოში დემოკრატიისთვის ეს კრიტიკული მომენტია" - ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი წერს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.