მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია - ანა ფოტიგა
- პოლიტიკა
- 23.02.2021
- 17:25
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმიანება.
"მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიის და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება. ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვაგვარ საქართველოზე ვოცნებობთ". - წერს ფოტიგა.