უკიდურესად უგუნური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური პარტიის წინააღმდეგ - კინზინგერი
- პოლიტიკა
- 23.02.2021
- 18:38
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ტვიტერზე" კიდევ ერთხელ ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.
"უკიდურესად უგუნური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური პარტიის წინააღმდეგ. სევდიანი დღეა საქართველოს დემოკრატიისთვის", - წერს ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში.