primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

თელ ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს „El Al Israel Airlines”-ი განახორციელებს

  • ეკონომიკა
  • 26.01.2016
  • 16:56
თელ ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს  „El Al Israel Airlines”-ი განახორციელებს

ზაფხულის სეზონიდან თელ ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოსთან მიმართებაში ავიაკომპანიის გეგმების, აგრეთვე ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს და თანმდევი პროცედურების გაცნობის მიზნით, შეხვედრა სააგენტოში უკვე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის “TAV Georgia”-ს ხელმძღვანელი პირები, ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“-ის აგრეთვე აღნიშნული ავიაგადამზიდველის შვილობილი ავიაკომპანია „Sun d'Or“-ის დირექტორი და სხვა წარმომადგენლები იღებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ისრაელის წამყვანი ავიკომპანიის მიერ, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან ორი ქვეყნის ქალაქებს შორის რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც ავიაკოპმანიების მესვეურებმა განაცხადეს, კომერციული თვალსაზრისით საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისთვისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური და პროცედურული ხასიათის კონსულტაციები, რაშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან ისე ისრაელის საავიაციო ხელისუფლებასთან. „El Al Israel Airlines“-ისა და „Sun d'Or“ წარმომადგენელმა საავიაციო ხელისუფლების პირველი პირებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.

წინასწარი ინფორმაციით, თელ ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას „El Al Israel Airlines“ 2016 წლის ზაფხულის სეზონიდან გეგმავს. საჰაერო მიმოსვლა თელ ავივსა და თბილისს შორის განხორციელდება კვირაში 1 სიხშირით, ხოლო თელ ავივსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშრით, ბოინგ 737-800 და ბოინგ 737-900 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაგადამზიდველი „El Al Israel Airlines“ 1948 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ბენ გურიონის აეროპორტში ბაზირებს და მისი ავიაპარკი 41 საჰაერო ხომალდს ითვლის. საავიაციო უსაფრთოხოებისა და უშიშროების სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით „El Al Israel Airlines“ ერთ-ერთ მოწინავე ავიაგადამზიდველად ითვლება მსოფლიოში.

დღეისათვის, საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ავიკომპანიები “Georgian Airways”, “Arkia” და “Israir Airlines“ ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2015 წლის მონაცემებით ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge