png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რომელიღაცა უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა - თეა წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 23.02.2021
  • 22:44
რომელიღაცა უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა - თეა წულუკიანი

უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი საქართველოს პირველ არხათან საუბარში.

მისი თქმით, მომავალ თაობებს უნდა გადააბარონ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს.

"ვინ ზიანდება იმით, თუკი საქართველოში არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები და ის არ აღსრულდება, რადგან მავანს ასე ჰგონია სწორი. რა თქმა უნდა, ამით ზიანდება ქვეყანა. ჩვენ დღეს ვართ ხელისუფლებაში, ხვალ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, მაგრამ მომავალ თაობებს უნდა გადავაბაროთ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს და „ნაციონალური მოძრაობის“ ან რომელიღაც უპასუხისმგებლო სხვა დესტრუქციული პოლიტიკური პარტიის ოფისში მისული რომელიღაცა უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა“, - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ამის მართვა ყოველთვის მარტივი არ არის.

„როდესაც ვმართავდი იმ დიდ სისტემას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ჰქვია, რომლის ნაწილიც ჯერ იყო პროკურატურა, შემდეგ პენიტენციური სისტემა, ჩვენ გვებარა ძალიან ბევრი სხვადასხვა რეფორმა სამართალდამცველთა და მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ ვხედავდით მუდმივად, რომ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას ჰყავდა გულშემატკივრები და მე ყოველთვის მიფიქრია, რომ ნაწილი ამ გულშემატკივრების ან საქართველოს და ქართველ ხალხს კარგად კვლავ არ იცნობს, ამიტომ აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს, ან კიდევ უბრალოდ მათი მეგობრები არიან. ასეთი იყო მაგილითად პედრო აგრამუნტი, რომელიც პირდაპირ გვადანაშაულებდა მაშინ იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებებს ვანო მერაბიშვილის უკანონო დევნაში. შემდეგ ვნახეთ, პედრო აგრამუნტმა როგორც დაასრულა საკუთარი ევროპული კარიერა. ეს არის გასავლელი გზა, რომელიც მყარად და პრინციპულად უნდა გავიაროთ, რათა არავის ეგონოს, რომ შეიძლება საქართველოში პატიმარი აწამო, ბიზნესმენს ქონება წაართვა, შემდეგ ჩაერთვები პოლიტიკურ პროცესში და ამით იქნები დაცული, ეს იქნება იმუნიტეტი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge