შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით - ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში
- პოლიტიკა
- 24.02.2021
- 11:03
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავიდან აიცილონ ვითარების გამწვავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიას", - წერს სალივანი მიკრობლოგ twitter - ზე.