png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Foreign Policy: ქართული ოპოზიციის ლიდერის დაკავება, შესაძლოა, სანქციების დაწესების საფუძველი გახდეს

  • პოლიტიკა
  • 24.02.2021
  • 11:45
Foreign Policy: ქართული ოპოზიციის ლიდერის დაკავება, შესაძლოა, სანქციების დაწესების საფუძველი გახდეს

"ქართული ოპოზიციის ლიდერის დაკავება შესაძლოა სანქციების დაწესების საფუძველი გახდეს", - ამ სათაურით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ნიკა მელიას დაკავებასა და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს.

"საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე საფრთხეს უქმნის რეგიონის ერთადერთ დემოკრატიას.

ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სამოქალაქო პროტესტი და მმართველ გუნდში განხეთქილება გამოიწვია.

ეს კრიზისი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ტესტია, რომელმაც პირობა დადო, რომ დაიცავს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს მთელს მსოფლიოში. საქართველო, რომელიც ესწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ხანია შეერთებული შტატების მჭიდრო მოკავშირეა", - წერს გამოცემა.

Foreign Policy-ის მიმომხილველი ნიკა მელიას დაკავების გამო საქართველოს ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესების პერსპექტივებზე წერს. ამ პერსპექტივებსა და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, გამოცემას მოჰყავს დევიდ კრამერის სიტყვები, რომელიც უწინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობდა.

"საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და თქვას, რომ სანამ მელია არ გათავისუფლდება და ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, სანქციები დაწესდება იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ კრიზისულლი ვითარების შექმნაში", - ამბობს კრამერი.

მანამდე ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი ქართულ მედიასთან საუბრისას ამბობდა:

"მთავრობამ უნდა იპოვონ გამოსავალი და მათ შორის უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, ასევე მოლაპარაკებების განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, იქნება სანქციები კონკრეტული ადამიანების - "ქართული ოცნების" წევრების - წინააღმდეგ, მათ შორის არიან პრემიერი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ბატონი ივანიშვილი".

Foreign Policy-ი წერს, რომ დასავლეთის დაწესებული სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ ვითარების შესაცვლელად უფრო მეტად ეფექტური იქნება, ვიდრე სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნებში, რადგან პოლიტიკური მიზეზების გამო ისინი ვერ მოახერხებენ ქონების რუსეთში გადატანას.

ამ მოსაზრების გასამყარებლად გამოცემა იმოწმებს ქართველი ექსპერტისა და ილიას უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების საერთაშორისო სკოლის დირექტორის, გია ნოდის სიტყვებს.

"საქართველოში დასავლეთის მხრიდან ზეწოლა უფრო მნიშვნელოვნად აღიქმება, ვიდრე სხვა ქვეყნებში", - ამბობს გია ნოდია.

Foreign policy-ს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მიმოხილვისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებებიც მოჰყავს.

ფოტო: AFP

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge