png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით "ფაიზერისგან" - გაბუნია

  • საზოგადოება
  • 24.02.2021
  • 16:05
იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით "ფაიზერისგან" - გაბუნია

იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით "ფაიზერისგან". განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს დღეებში შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია "კოვაქსის", "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

"ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია "კოვაქსის", "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რა დროსაც ყველა დეტალი დაზუსტდება და უკვე გვეცოდინება, ზუსტად როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას, რაც "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით საქართველომ პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.

ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა "ფაიზერის" მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით "ფაიზერისგან".

რაც შეხება "ასტრაზენეკას", ასევე "ასტრაზენეკასთან" მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ "ასტრაზენეკასთან". მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავტორიზაცია მისცა "ასტრაზენეკას" ორ ვაქცინას, ესენია: ინდური წარმოების და კორეული წარმოების ვაქცინები. ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელია "კოვაქსის" პლატფორმით ქვქონდეს წვდომა ამ ორივე ვაქცინაზე.

მიმდინარე დღეებში დაზუსტდება დეტალები, "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით რა რაოდენობას მივიღებთ "ასტრაზენეკას" ვაქცინას. სავარაუდო, წინასწარი რაოდენობა არის 315 000 დოზამდე, მაგრამ ეს დაზუსტდება და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგახსენებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge