ვიცე-პრემიერებად დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი დაინიშნენ
- პოლიტიკა
- 25.02.2021
- 11:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
"ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი", - განაცხადა პრემიერმა.