primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მოსამართლე გიორგი სულაკაძე სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს

  • სამართალი
  • 26.01.2016
  • 17:51
მოსამართლე გიორგი სულაკაძე სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს

სს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის”, რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს და შპს “ტრანსფორდის” წარმომადგენლები დღემდე ყურადღებით აკვირდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ ინიცირებულ უპრეცედენტო სამართლებრივ ავანტურას და ყოველნაირად ცდილობენ დავა არ გავიდეს იურიდიული ჩარჩოებიდან, რისთვისაც აქამდე მათ ხელთ არსებულ ყველა საპროცესო საშუალებას მიმართავდნენ.

თუმცა, ბოლო დღეებში საქმემ კიდევ უფრო საინტერესო მიმართულება შეიძინა, როდესაც ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა პრესის საშუალებით ზემოღნიშნულ კომპანიებს სასამართლოზე ზეწოლასა და შანტაჟში დასდო ბრალი.

არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად და საზოგადოების ინფორმირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებას განვუმარტოთ ის სამართლებრივად აბსურდული მდგომარეობა, რომელშიც მოსამართლე გიორგი სულაკაძემ თბილისისა და ფოთის საქალაქო სასამართლოები ჩააგდო.

ვანო ჩხარტიშვილი და მისი წარმომადგენლები, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ საქართელოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 2010 წელს დასრულებული საქმის განახლებას ფოთის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ფოთის საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოება განაახლა, ბ-ნი ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა მიიღო რბილად რომ ვთქვათ ალოგიკური გადაწყვეტილება: ფოთის საქალაქო სასამართლოდან გამოიხმო თავისი სარჩელი და ზუსტად იდენტური შინაარსის მოთხოვნა რატომღაც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. რატომღაც ეს სარჩელი სწორედ გიორგი სულაკაძეს დაეწერა, და რატომღაც გიორგი სულაკაძემ წარმოებაში მიიღო ვანო ჩხარტიშვილის ერთი კომპანიის ისეთი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც თვით სარჩელზე დართული დოკუმენტების მიხედვით მის მეორე კომპანიას ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ეს მეორე კომპანია მოსამართლე გიორგი სულაკაძე ისე “ჩართო” საქმეში, რომ მისი სარჩელიც თვითონვე “მიიწერა” და ერთ საქმედ გააერთიანა.

გიორგი სულაკაძის უცნაური მონდომება და საქმის განხილვისადმი ინტერესი განსაკუთრებით ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ფოთის საქალაქო სასამართლომ თბილისში და ფოთში პარალელურად მიმდინარე საქმეები ერთმანეთთან დაკავშირებულად მიიჩნია და ორი საქმის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი სულაკაძე არ დაემორჩილა ფოთის სასამართლოს განჩინებას, რომელიც კანონის თანახმად ცალკე არ საჩივრდება.ბ-ნი სულაკაძე ისევ აგრძელებს საქმის განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მის წარმოებაში არსებულ საქმეს არც ნომერი აქვს და აღაც არსებობს, ვინაიდან ფოთის სასამართლოს განჩინებით ის უკვე ფოთის სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან გაერთიანდა.

ჩვენ შევეცადეთ გიორგი სულაკაძის მიერ საქმეზე დაშვებული საპროცესო დარღვევების თხუთმეტგვერდიანი ნუსხიდან ყველაზე თვალშისაცემ და უხეშ გადაცდომებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. მოსამართლის მიერ სხვა სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმა არა უბრალო გადაცდომა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია, რის ახსნასაც სამწუხაროდ ბ-ნი სულაკაძისათვის ბოლო სამი თვეა უშედეგოდ ვცდილობთ.

ამ ყველაფრის ფონზე ბ-ნი ჩხარტიშვილის წარმომადგენლის განცხადებები და მოსამართლე გიორგი სულაკაძის “დაცვა შანატაჟისა და ზეწოლისაგან” უნდა განვიხილოთ მოსამართლისათვის “ალიბის’’ შექმნის და მისი “გაბედულების” წახალისების ერთგვარ კამპანიად, რომელსაც ძალიან კონკრეტული მიზნები აქვს: გიორგი სულაკაძემ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული საქმე და ქართული სამართლებრივი სისტემის დამანგრეველი გადაწყვეტილების მიღების საფასურად დააკმაყოფილოს ბ-ნი ჩხარტიშვილის კომპანიების აბსურდული მოთხოვნები.

სს “ფოთის საზღვაო ნავსადგური”, რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო და შპს “ტრანსფორდი” კვლავ გააგრძელებენ სამართლებრივი გზებით ბრძოლას მოსამართლე გიორგი სულაკაძის უკანონო ქმედებებისაგან თავის დასაცავად და ამისთვის გამოიყენებენ კანონით მათთვის მინიჭებულ ყველა უფლებასა და შესაძლებლობას, იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად კომფორტულად გრძნობს ბ-ნი სულაკაძე ან ბ-ნი ჩხარტიშვილი თავს ამ სამართლებრივ ბრძოლაში.

სს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის”

რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს

შპს “ტრანსფორდის” წარმომადგენლები

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge