ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს
- პოლიტიკა
- 26.02.2021
- 14:49
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 2 მარტს გეგმავს - ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადეს და ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.
მათი თქმით, 11 მარტს აქცია სასამართლოსთან გაიმართება, "რომელიც გადაიქცა მურუსიძის ჩინჩალაძის და ყველაზე მნიშვნელოვანი - უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარსიმბოლოდ".
"13 მარტს აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლემნტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი, და რა თქმა უნდა ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის," - განაცხადეს გეგმებში.