png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი არის საფრთხის ქვეშ - 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება

  • პოლიტიკა
  • 26.02.2021
  • 15:33
 ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი არის საფრთხის ქვეშ - 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება

8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"ნაციონალური მოძრაობის“, საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევამ, მისი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო, ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოააშკარავა.

ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ხელს უწყობენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩები თბილისში.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ, რათა იპოვონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლებში და არ მიმართონ სხვების მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.

დესტაბილიზაციის გამომწვევი და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მერე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას თავშეკავებისკენ და შედეგებისკენ მთელი ერისთვის, მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს.

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ არის საფრთხის ქვეშ თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

პაველ ფიშერი - ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე.

მარეკ კუჩინსკი - პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

რიჰარდ კოლსი - ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

რობერტ მენენდესი - შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

მარკო მიკელსონი - ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ნორბერტ რიოტგენი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ტომ ტუგენდატი - გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge