png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჯამალ ხაშოგის მკვლელობა პრინც იბნ სალმანის თანხმობით მოხდა - აშშ-ის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 27.02.2021
  • 10:58
ჯამალ ხაშოგის მკვლელობა პრინც იბნ სალმანის თანხმობით მოხდა - აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ვარაუდობს, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ოპერაცია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან შეთანხმებული იყო. იუწყება CNN.

 „ჩვენი შეფასებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ იბნ სალმანმა თანხმობა მისცა სტამბოლში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გატაცებასა და მკვლელობაზე“, - წერია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში.

 „ჩვენი შეფასებები დაფუძნებულია იმაზე, რომ სამეფოში ყველა გადაწყვეტილებას აკონტროლებდა პრინცი, ასევე მონაცემებზე ოპერაციაში საკვანძო მრჩველისა და მუჰამედ იბნ სალმანის დაცვის წევრების უშუალო მონაწილეობაზე, ასევე ფაქტებზე,  რომლის თანახმად, პრინცი მხარს უჭერდა ძალადობრივ ზომებს უცხოეთში მყოფი დისიდენტების, მათ შორის ხაშოგის წინააღმდეგ, რათა ისინი გაჩუმებულიყვნენ“, - განმარტებულია დოკუმენტში.  

 „2017 წლიდან ტახტის მემკვიდრე პრინცი აკონტროლებდა სამეფოს უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორგანოებს, რის საფუძველზეც ნაკლებ სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს მსგავსი ხასიათის ოპერაცია პრინცის თანხმობის გარეშე ჩაეტარებინათ,“ -აღნიშნულია ანგარიშში.

ხაშოგი, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტი იყო, ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში 2018 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს. ჟურნალისტის ცხედარი დღმდე ნაპოვნი არ არის.

ერ რიადის ვერსიით, ხაშოგი საუდელმა აგენტებმა ოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც დაგეგმილი იყო მუჰამედ იბნ სალმანის ორი თანაშემწის მიერ. თანაშემწეები სამსახურიდან დაითხოვეს. ერ რიადის განცხადებით, კი თავად პრინცს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge