სამგორში ბენზინის ვაგონები იწვის
- საზოგადოება
- 01.03.2021
- 15:09
ძლიერი ხანძარია სამგორში - რკინიგზის მიმდებარედ ბენზინის ვაგონები იწვის. ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. დაკვამლიანების გამო ხილვადობა გართულებულია სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე. უსაფრთოების მიზნით, მაშველებმა სავაჭრო ობიექტებიდან დასაქმებულები გამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მასში ბენზინი არ ინახებოდა. უცნობია, ხანძრის გაჩენის მიზეზები. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200