png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს" საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

  • საზოგადოება
  • 02.03.2021
  • 11:28
 "საერთაშორისო საფოსტო კავშირის" "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს" საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი" საქართველოში მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება, რომლის ორგანიზებასაც საქართველოში ახორციელებს "საქართველოს ფოსტა". 

 

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის"(Universal Postal Union) "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი" წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ კონკურსში, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, საშუალოდ 1,2 მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას.

2021 წლის საკონკურსო თემა გახლავთ "მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით". კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. 

ჟიური დააჯილდოვებს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება "მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და საჩუქარი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

•    წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით

•    მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები

•    წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი

•    წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას

•    კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული

•    სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს.

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ ან არაბულ ენაზე. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 მარტიდან 2021 წლის 4 აპრილის ჩათვლით (17:00 საათი).

საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე - gpost.ge, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით letter@gpost.ge.

აღსანიშნავია, რომ "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს" საფუძველი ჩაეყარა "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge